вторник, 19 июля 2022 г.

 ახალი შემართებითა და იდეებით, ჩვენ დავბრუნდებით 2022-2023 სასწავლო წლიდან!!!

ბედნიერი დასვენებას ვუსურვებ ყველას 💓💓💓

понедельник, 3 сентября 2018 г.

ახალი სასწავლო წელი

დღეს დამთავრდა ჩვენი შვებულება და ვიწყებთ მზადებას ახალი სასწავლო წლისთვის. სიმართლე გითხრათ საოცარი გრძნობა მეუფლება ყოველ ჯერზე. ეს სიყვარულის და რაღაც კარგი სიახლეების მოლოდინის შეგრძნებაა. მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ყველა ჩემს კოლეგას წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ  <3 nbsp="" p="">

среда, 29 марта 2017 г.

შიდასასკოლო ოლიმპიადა იწყება!

1 აპრილი მათემატიკური ოლიმპიადის დაწყების დღეა!
  შარშან 2016 წელს პირველად მარტის თვეში ჩავატარე შიდასასკოლო ოლიმპიადა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და მისი მოლოდინიც გაზარდა.
   და აი წელს, უკვე მეორე სეზონს ვიწყებ, მიხარია, ვღელავ და იმედია ახლაც ისე გაამართლებს, როგორც გასულ წელს. დაწვრილებით მის შესახებ  ,,ოლიმპიად"-ის გვერდზე მოგიყვებით.
   23 მაისს ჩემი მოსწავლეების დახმარებით საინფორმაციო კედელი მოვაწყეთ  თვალსაჩინო ადგილზე.



  სკოლის მოსწავლეთათვის სრულყოფილი ინფორმაცია კვლავ განვათავსე საინფორმაციო ბუკლეტში და დავარიგე ყველა კლასში. მოსწავლეები ემზადებიან დიდი მონდომებით.




воскресенье, 18 сентября 2016 г.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

კოლეგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ყველას გილოცავთ ახალი 2016-2017 ს/წ-ის დაწყებას. მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ. განსაკუთრებული სიყვარულით მოვეფერები ჩემს სადამრიგებლო XI -3 კლასს, ჩემო ,,პატარებო"! წარმატებული მომავალი მინდა გისურბოთ.


четверг, 12 мая 2016 г.

8 აპრილი

ამაღელოვებელი და დაუვიწყარი საღამო, რომელიც 9 აპრილისადმი იყო მიძღვნილი, მე-10 მესამე კლასმა ჩაატარა! იყო ცრემლები, ტკივილი და იმედი, დიახ იმედი! ამ იმედით ვცხოვრობთ და მოვდივართ საუკუნეების მანძილზე... 
,,ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება 9 აპრილი!!! "









воскресенье, 17 января 2016 г.

28დეკემბერი 2015 წელი

ჩემმა სადამრიგებლო მე-10 მესამე კლასმა საახალწლო ზეიმი მოუწყო მე-2 მესამე კლასის მოსწავლეებს. ეს კლასი მათი პირველი მასწავლებლის მადონა ლაშხიას სადამრიგებლოა და მიზეზიც სწორედ ეს გახდა ამ ბავშვებისთვის ლამაზი საღამოს მოწყობისა. წინასაახალწლო განწყობა შევუქმენით ყველა დამსწრე ადამიანს და ჩვენც დიდი სიამოვნება მივიღეთ. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ!!!











четверг, 3 декабря 2015 г.

18 ნოემბერი

X 2 კლასში დღეს ჩავატარე გაკვეთილი თემაზე - გეომეტრიული გარდაქმნები. ღეძული და ცენტრული სიმეტრია.