მათემატიკის კლუბი "უსასრულობა"

კლუბის წესდება
მათემატიკის მოყვარულთა კლუბში გაწევრიანების განაცხადის ფორმა
კლუბ ,,უსასრულობის წლიური სამუშაო გეგმა 
2019 წლის სამუშაო გეგმა



კლუბის ლოგო


კლუბის სლოგანი ,, მათემატიკას ჭკუა წესრიგში მოჰყავს"





  2015-2016 ს/წ-ს  ჩამოვაყალიბე მათემატიკური კლუბი ,,უსასრულობა“. მოგეხსენებათ,  მათემატიკის მიმართ ჩვენი მოსწავლეებისა და უფროსების დამოკიდებულება არასახარბიელოა, რადგან მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ მათემატიკა ძალიან რთული საგანია და მისი დაძლევა მხოლოდ ერთეულების ხვედრია. სწორედ ეს აზრი გახდა ჩემი მოქმედების მთავარი სამიზნე. მინდოდა, რამე ისეთი გამეკეთებინა, რომ ცოტა გამომეფხიზლებინა და საგნისადმი დამოკიდებულება შემეცვალა ჩვენი მოსწავლეებისთვის.
აი,  ასე შეიქმნა ჩემი კლუბი ,,უსასრულობა“,  რომელშიც  ძირითადად თავიდან მე-8 კლასის მოსწავლეები იყვნენ გაერთიანებულნი. ბავშვებს ძალიან მოსწონდათ დამატებითი მეცადინეობები, რომლებზეც  განვიხილავდით სასკოლო და ლოგიკური ამოცანების ამოხსნის სხვადსხვა ხერხს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული მათემატიკურ კონკურსებში და იქ მიღებულ გამოცდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს. ჩემი მოსწავლეების ჩართულობა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ მინდოდა მათი მოტივაცია კიდევ უფრო გამეზარდა.
მოგვიანებით შეიქმნა კლუბის ლოგო ( რომლის ავტირი ჩვენი სკოლის მოსწავლე ირაკლი ერგემლიძე გახლავთ) და ფეისბუქის ჯგუფი ,,ჩვენ და მათემატიკა“.   ამ ჯგუფმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს. აქ ჯგუფის წევრები ხშირად საინტერესო მასალებს აქვეყნებენ, ასევე დებენ ამოცანებს და მათი  ამოხსნისას საკმაოდ ხალისობენ.
    ხალისი სულ უფრო დიდი დოზით შემოდიოდა ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში.  შემდეგ ეტაპზე კლუბის წევრებთან გავახმოვანე ჩემი ახალი იდეა, შიდასასკოლო ოლიმპიადის ჩატარების შესახებ, რომლის მიზანიც ჩვენს სკოლაში  მათემატიკის საგნის პოპულარიზაცია იქნებოდა. მოსწავლეებმა მომიწონეს, უფრო მეტიც, სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა გამომიცხადეს. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო ახალ გამოწვევასთან შესარკინებლად. მათი ანთებული თვალები და სურვილი სიახლეებისა სიმხნევეს მმატებდა. მათი იდეა გახლდათ ოლიმპიადის სახელწოდება ,,ჩვენ და მათემატიკა“ . ასევე მათი დახმარებით მოვუფიქრეთ კონკურსს სლოგანი - ,,მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება!“
     შემდეგ ეტაპზე ჩამოვაყალიბეთ კონკურსის მიზანი, წესები, ნომინაციები. შევადგინეთ თამაშების ჩატარების განრიგი. ყოველივე განვათავსეთ საინფორმაციო ბუკლეტში და კლუბის წევრების დახმარებით გავაკეთეთ ამ ინფორმაციის პრეზენტაცია მთელ სკოლაში, მე-5 დან მე-11 კლასების ჩათვლით.
      საოცრად კარგი გამოხმაურება მოჰყვა ყოველივეს და ყველა კლასმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.
      შემდეგი სირთულე, რომლის წინაშეც დავდექი, ეს იყო შეჯიბრისთვის დავალებებისა და ფორმატის მოფიქრება. მის გადასაჭრელად ავიღე ეროვნული სასწავლო გეგმა და გულდასმით გადავხედე ყველა კლასის მოთხოვნებს, შედეგად გადავწყვიტე მონაწილე მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა სახალისო სააზროვნო ამოცანები. (ესგ-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად). ასეთი ტიპის დავალებები მათ მომავალში გაუადვილებთ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას.
    ოლიმპიადა მიმდინარეობდა პარალელურ კლასებს შორის,  მათ უწევდათ ასაკის შესაბამისი სახალისო და ლოგიკური ამოცანების ამოხსნა. ოლიმპიადა ექვსი დავალებისგან შედგებოდა. მათშორის მე-3 საშინაო დავალების, ხოლო მე-6 კაპიტნების შეჯიბრი. ხუთკაციანი შემადგენლობის გუნდებს დავალებული ჰქონდათ, შეერჩიათ თავიანთთვის საინტერესო სახელი, რომლის წარდგენაც ოლიმპიადის პირველ ეტაპზე ხდებოდა, რაც მათ გარკვეულწილად დაძაბულობას უხსნიდა. ასევე ევალებოდათ, შეერჩიათ  ერთი ამოცანა, რომელსაც მოწინააღმდეგე გუნდს შესთავაზებდნენ.
    ოლიმპიადაში  ჩართულები იყვნენ გუნდების გულშემატკივრები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ დამატებითი ქულები მოეპივებინათ მათთვის. ამავე დროს გამოევლინათ საკუთარი მათემატიკური შესაძლებლობებიც.
    ოლიმპიადის პირველმა დღემ წარმატებულად ჩაიარა, დადებითად დამუხტა მონაწილეები და დამსწრე საზოგადოება, რამაც გაზარდა მოტივაცია შემდგომი კონკურსებისთვის. ყოველი მომდევნო თამაში სულ უფრო საინტერესო იყო და მეტ მოლოდინს ბადებდა.
    მე-5 კლასებს შორის დაწყებული შერკინება მე-11 კლასელებმა  დაასრულეს, თუმცა ბოლო ეტაპი გახლდათ ე.წ. პრესტიჟის ტური, რომელშიც ჟიურისგან საუკეთესოდ დასახელებული გუნდები  მონაწილეობდნენ.  
   ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები და ნომინაციების მფლობელები ჟიურის წევრებმა, რომლებსაც სკოლის დირექცია წარმოადგენდა, სამახსოვრო დიპლომებით დააჯილდოვა დასკვნით კონცერტზე.
   2016 წლის ოლიმპიადამ წარმატებით ჩაიარა, მან გაახალისა და გამოაცოცხლა მთელი სკოლა, ჩემი პატარა მეგობრები (კლუბის წევრები) ძალიან იყვნენ გახარებული, რადგან ისინი ჩემთან ერთად იყვნენ ორგანიზატორები, მე ვუზიარებდი აზრებს, ვისმენდი  მათ წინადადებებს და შეხმატკბილებულად ვმუშაობდით. ჩემთვის საინტერესო იყო მათთან მუშაობა. ჩვენი მიზანი მიღწეული იყო. მოსწავლეებმა გადალახეს საგნის შიში, რადგან ჩემ მიერ შეთავაზებული დავალებები არ იყო დაუძლეველი და მათ საკუთარი ძალების, შესაძლებლობების რწმენა გაუჩნდათ.
      2016-2017 ს/წ საინტერესოდ დაიწყო. ჩვენი ფეისბუქის ჯგუფში გაჩნდა კითხვები - იქნებოდა თუ არა წელს ისევ ის ოლიმპიადა. დამიჯერეთ,  ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და გამარჯვება იყო, რადგან დასახული მიზნის მიღწევაში კიდევ უფრო დამარწმუნა.
     ამის შემდეგ ნამდვილად არ მქონდა უფლება ჩემი სკოლის მოსწავლეების გაწბილებისა  და მეც კვლავ დავიწყე მუშაობა ახალი ენთუზიაზმით. ამჯერად უკვე მთლიანად მე დავგეგმე ყველაფერი და შევიტანე სიახლეები, თუმცა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ჩემი კლუბის მოსწავლეები კვლავ აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
     პირველი სიახლე ის იყო, რომ საშინაო დავალების ტური შევცვალე სტუმრის ტურით. სადაც ყოველ თამაშზზე ახალი სტუმარი გვყავდა. ამ ფუნქციის შესრულებას ვთხოვდი ჩვენი მათემატიკის ფეისბუქ ჯგუფის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს და ისინი საკუთარი ამოცანით მოდიოდნენ გუნდებთან შესახვედრად.
    მეორე სიახლე კლასის დამრიგებლების გააქტიურებას ემსახურებოდა. დამრიგებლის ტურში სახალისო დავალებების შესრულება უხდებოდათ ჩვენს მასწავლებლებს საკუთარ მოსწავლეებთან ერთად. ამ ტურის მომზადებაში ჩემი კოლეგა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ტალახაძე მეხმარებოდა. ეს სიახლე ყველაზე პოპულარული და სახალისო გახდა. ყველაზე უკეთ გამომივიდა მასწავლებლის მოსწავლისა და მათემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება.
     ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ბავშვები საუკეთესო კოლეგები და შემფასებლები არიან. შევიძინე საუკეთესო გამოცდილება და რაც მთავარია, სურვილი ახალი იდეების განხორციელებისა.



გვაქვს ჩვენი ჯგუფი facebook -ზე , სახელწოდებით ,,ჩვენ და მათემატიკა" . ვფიქრობ მან გაამართლა რადგან მოსწავლეები დიდი ინტერესით არიან ჩართულნი და მოტივაციაც აამაღლა!

წელს პირველად გავბედე მათემატიკოს კლუბის შექმნა, ჩვენი საგანი ხომ ასეთი

მნიშვნელობანია ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა მისი ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას ეშინია.
ვიფიქრე ჯერ მოვსინჯავ რა გამომივა, მოეწონებათ თუ არა ჩემს მოსწავლეებს და წლის დასაწყისში ჩემი იდეა მე-8 პირველ კლასში გავანდე მოსწავლეებს. მათ ეს აზრი ძალიან მოეწონათ და ჩვენც დავიწყეთ მუშაობა.








Комментариев нет: