среда, 29 марта 2017 г.

შიდასასკოლო ოლიმპიადა იწყება!

1 აპრილი მათემატიკური ოლიმპიადის დაწყების დღეა!
  შარშან 2016 წელს პირველად მარტის თვეში ჩავატარე შიდასასკოლო ოლიმპიადა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და მისი მოლოდინიც გაზარდა.
   და აი წელს, უკვე მეორე სეზონს ვიწყებ, მიხარია, ვღელავ და იმედია ახლაც ისე გაამართლებს, როგორც გასულ წელს. დაწვრილებით მის შესახებ  ,,ოლიმპიად"-ის გვერდზე მოგიყვებით.
   23 მაისს ჩემი მოსწავლეების დახმარებით საინფორმაციო კედელი მოვაწყეთ  თვალსაჩინო ადგილზე.



  სკოლის მოსწავლეთათვის სრულყოფილი ინფორმაცია კვლავ განვათავსე საინფორმაციო ბუკლეტში და დავარიგე ყველა კლასში. მოსწავლეები ემზადებიან დიდი მონდომებით.




Комментариев нет: